„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტისა და მერის შუალედური არჩევნების კანდიდატურები დაასახელა.
1 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში.
გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი სოსიაშვილი იქნება. ხოლო გურჯაანის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი მაჭავარიანი იქნება.
როგორც კობახიძემ მათი წარდგენისას გამაცხადა, გიორგი სოსიაშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. დღემდე არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და გორის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიით.
რაც შეეხება გურჯაანის მერობის კანდიდატს, გიორგი მაჭავარიანს, კობახიძის ცნობით, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება გურჯაანგაზის დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი.