ახალი ამბები

რუსეთის განცხადებით, 12 აგვისტოს ყირიმის ხიდი განადგურებას ორჯერ გადაარჩინეს

12 აგვისტო, 2023 • 3871
რუსეთის განცხადებით, 12 აგვისტოს ყირიმის ხიდი განადგურებას ორჯერ გადაარჩინეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 აგვისტოს, დღის განმავლობაში, უკრაინის ორი სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს, რომელთა მიზანი ყირიმის ნახევარკუნძულისა და რუსეთის დამაკავშირებელი ხიდის განადგურება იყო.

როგორც რუსული მხარე აცხადებს, მათ რაკეტების განადგურება მიზანთან შეჯახებამდე მოასწრეს. სოციალური ქსელებით თვითმხილველებმა გაავრცელეს ფოტო-ვიდეო მასალები, რომლებშიც კვამლში გახვეული ხიდი ჩანს. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხიდი არ დაზიანებულა და არც ვინმე დაშავებულა.

რუსეთი ყირიმის ხიდის განადგურების არაერთ მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა უკრაინულ მხარეს ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ფოტოზე: ადგილობრივები კვამლში გახვეულ ყირიმის ხიდს უყურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი