ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელს მოახსენეს, რომ ყარაბაღში კრიზისი არაა

10 აგვისტო, 2023 • 1926
ბაქოს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელს მოახსენეს, რომ ყარაბაღში კრიზისი არაა

“სომხეთი შეგნებულად ძაბავს რეგიონში მდგომარეობას და ამისთვის სხვადასხვა საბაბს იყენებს, ავრცელებს რა ისეთ გამონათქვამებს, როგორებიცაა “ბლოკადა” და “ჰუმანიტარული კრიზისი”, რაც საბოლოო ჯამში სამშვიდობო პროცესს აფერხებს”, – აზერბაიჯანული მხარის ცნობით, განუცხადა სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა აშშ-ის სახელმწიფო მდვინის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში იური კიმს.

ბაირამოვის განცხადებით, დაუშვებელია სომხეთის პრეტენზიები აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მისი უარი სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანაზე აზერბაიჯანის ტერტორიიდან.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანელი მინისტრი ამბობს, იმის მიუხედავად, რომ ლაჩინის გამშვები პუნქტი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზეა, აზერბაიჯანი ყველა პირობას ქმნის ორივე მიმართულებით სომხეთის მცხოვრებთა გადაადგილებისთვის. ასევე, მისი განცხდებით, აზერბაიჯანი ალტერნატიულ გზებს სთავაზობს ტვირთვის გადასაზიდად, თუმცა სომხეთი ეწინააღმდეგება ამ წინადადებას და “ბლოკადითა” და “ჰუმანიტარული სიტუაციით” პოლიტიკურად მანიპულირებს.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.

ყარაბაღის კრიზისზე მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი