ახალი ამბები

ონკოდაავადებების მკურნალობა წლიურ 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პაციენტებსაც დაუფინანსდებათ

9 აგვისტო, 2023 • 1705
ონკოდაავადებების მკურნალობა წლიურ 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პაციენტებსაც დაუფინანსდებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები იმ მოქალაქეებსაც დაუფინანსდებათ, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ცვლილებამდე სახელმწიფო აღნიშნულ თერაპიებს მხოლოდ იმ პირებს უფინანსებდა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე ნაკლები იყო:

„აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“ ,- აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი