გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით.

სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა) და ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია მიაღწიოს +37, +39◦C-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი,  +39, +41◦C-ს.

მათივე ცნობით, ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C-მდე, მაღალ მთაში კი +28, +33◦C -მდე მოიმატებს.

როგორც სააგენტო აცხადებს, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები წარმოადგენს სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს.