PSP მწუხარებას გამოთქვამს რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება.
“გვსურს მხარში დავუდგეთ დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში; ამისთვის, ქ. ონში არსებულ PSP-ს აფთიაქიდან დაზარალებულებს პირველადი დახმარების ნივთებით, პირველადი საჭიროების მედიკამენტებით (არარეცეპტორული), ბავშვის საფენებითა და ბავშვთა კვებით დახმარებას გაუწევს.
დახმარების მისაღებად მოგვწერეთ ???????? გვერდზე პროდუქციის დასახელებების ჩამონათვალი, რაოდენობა და საკონტაქტო ნომერი,” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
დახმარების მიღება შესაძლებელია ონში PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით.