ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი არ ურჩევს ერევანსა და ბაქოს, დაჩქარებულად გააფორმონ სამშვიდობო შეთანხმება 

4 აგვისტო, 2023 • 1891
მოსკოვი არ ურჩევს ერევანსა და ბაქოს, დაჩქარებულად გააფორმონ სამშვიდობო შეთანხმება 

მოსკოვი მიიჩნევს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დაჩქარებულად გაფორმების მცდელობა ზიანის მომტანია და მომავალში შეიძლება ახალი კონფლიქტის საწინდარი გახდეს. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს საკითხებში დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა.

“დაჩქარებულად მომზადებული, ნედლი სამშვიდობო შეთანხმება რეგიონში მდგრად მშვიდობას ვერ მოიტანს, პირიქით, საფუძველს ჩაუყრის ახალ კონფლიქტებს. პრიორიტეტი უნდა იყოს არა სიჩქარე, არამედ ხარისხიანი მომზადება ორივემ ხარისთვის მისაღები და დაბალანსებული დოკუმენტისა”.

აქვე მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დოკუმენტის დაჩქარებულად გაფორმების ინიციტორები დასავლეთის ქვეყნები არიან, რომლებიც უპასუხისმგებლო შუამავლების როლს ასრულებენ.

მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები, რომელიც მსხვერპლით სრულდება. ამავე დროს, საკმაოდ ინტენსიურია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი