ახალი ამბები

კომახიძეს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს

26 ივლისი, 2010 •
კომახიძეს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს

ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელსაც ნეტგაზეთი შვეიცარიაში დაუკავშირდა, განაცხადა, რომ შვეიცარიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

ინფორმაცია თავდაპირველად იურისტმა მალხაზ ჯანგირაშვილმა გაავრცელა, რომელიც კომახიძის მეგობარია.

კომახიძემ  ნეტგაზეთთან სატელეფონო  საუბარში  აღნიშნა, რომ დღეს მას სიტყვიერად უთხრეს იმის შესახებ, რომ შვეიცარიის მთავრობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, ხვალიდან კი ოფიციალური პროცედურები დაიწყება.

”არ ველოდი, თუ ასე მალე მომცემდნენ თავშესაფარს” – ამბობს კომახიძე.

სტუდია ”რეპორტიორის”  ხელმძღვანელი ამჟამად ჟენევასთან ახლოს, ლტოლვითა თავშესაფარში, იმყოფება.

მან  შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით 2010 წლის თებერვალში მიმართა. 8 თებერვალს ჟურნალისტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის წერდა, რომ იძულებული გახდა, პოლიტიკურ თავშესაფარი  დემოკრატიულ სახელმწიფოსთვის ეთხოვა,  რადგან  საქართველოში მისი პროფესიული საქმიანობა იზღუდებოდა  და საფრთხე ექმნებოდა მისი და მისი  ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

კომახიძე აცხადებს, რომ ის ჟურნალისტურ საქმიანობას გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი