ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ბაქოსა და ერევანში ჩადის

3 აგვისტო, 2023 • 2036
კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ბაქოსა და ერევანში ჩადის

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო აზერბაიჯანსა და სომხეთს ესტუმრება და ქვეყნებს შორის მშვიდობის მიღწევის გზებზე შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები წერენ, ბაქოში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით.

“ბონო გეგმავს შეხვედრებს ყველა მნიშვნელოვან მხარესთან სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ის ესტუმრება აზერბაიჯანს და სომხეთს”.

ოფიციალური ცნობითვე, ასევე,  აშშ-ის წარმომადგენელი მხარეებთან განიხილავს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ჰუმანიტარულ, უფლებრივ და უსაფრთხოების საკითხებს.

უკანასკნელად ლუის ბონო ოფიციალური ვიზიტით რეგიონს 2023 წლის 23-25 მაისს ეწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი