ახალი ამბებირეკლამა

Hyundai-ის მეორადი ავტომობილები „თეგეტა მოტორსის“ ოფიციალური გარანტიით

1 აგვისტო, 2023 • 1692
Hyundai-ის მეორადი ავტომობილები „თეგეტა მოტორსის“ ოფიციალური გარანტიით

Hyundai საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული და მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარული ბრენდია. მისი ისტორია 1947 წელს იწყება სამხრეთ კორეაში, 1967 წლიდან კი Hyundai Motor Group ბრენდის ოფიციალური მფლობელია. Hyundai-ს ავტომობილები დღესდღეობით 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

Hyundai – ესაა თანამედროვეობის, ღირებულებებისა და ხარისხის იდეალური სინთეზი. იმ ბრენდის, რომლის მთავარი აქცენტიც მძღოლისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტია.

Hyundai-ს ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს. სხვა დადებით მახასიათებლებთან ერთად, ამ ავტომობილების ფასი საკმაოდ მისაღებია ქართველი მომხმარებლისთვის. ადგილობრივ ბაზარზე შესაძლებელია ჰიუნდაის როგორც ახალი, ისე მეორადი მანქანების ყიდვა.

ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში მანქანების ყიდვა-გაყიდვა საქართველოში საკმაოდ რთულ და ჩახლართულ პროცესად გვახსენდება. სიტუაცია კიდევ უფრო რთული იყო, როდესაც მომხმარებელს მეორადი ავტომობილების შეძენა სურდა. მყიდველი ვერ იღებდა შესაბამის გარანტიებს ავტომობილის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, არ იცოდა მისი ისტორია და, შესაბამისად, არ ჰქონდა უსაფრთხოების მაღალი გარანტია. თუმცა დღეს უკვე შესაძლებელია, მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ მეორადი მანქანები საქართველოში.

Tegeta Approved მომხმარებლისთვის კომფორტული და საიმედო პლატფორმაა. აქ განთავსებულ ყველა ავტომობილს აქვს სუფთა ისტორია, მცირე გარბენი, გავლილი აქვს სრულყოფილი შემოწმება თეგეტას სერვისცენტრში და რაც მთავარია, თითოეულ ავტომობილს აქვს 5 წლამდე გარანტია ძრავასა და გადაცემათა კოლოფზე.

Tegeta Approved-ის ონლაინ შოურუმში განთავსებულია აუქციონზე და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სუფთა ისტორიის მქონე ავტომობილები, მათ შორის Hyundai-ს უახლესი მოდელები – Hyundai Elantra, Hyundai Tucson, Hyundai Sonata და Hyundai Kona.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი

1

Hyundai sonata SEL Plus 2021 წლის გამორჩეული ავტომობილია, რომლის გარბენიც 5,391 კმ-ია. სედანის ტიპის ავტომობილს აქვს 1.6L L4 DOHC 16V ძრავა, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ავტომატური ფარები, ტყავის ინტერიერი და მომხმარებლისთვის საჭირო ყველა უპირატესობა.

2

Hyundai Elantra 2022 წლის მოდელი ხასიათდება, როგორც ეკონომიური, დახვეწილი და უსაფრთხო. სედანის ტიპის ავტომობილს აქვს 2.0L L4 DOHC 16V ძრავა, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მისი ამჟამინდელი გარბენი კი 2,998 კმ-ია.

HYUNDAI TUCSON SE 2022 წლის მოდელი მართლაც კარგი არჩევანია, თუ მომხმარებელს ჯიპის შეძენა სურს. ავტომობილის გარბენი 1,808 კმ-ია, აქვს 2.5L L4 DOHC 16V ძრავა, ნაჭრის ინტერიერი, ავტომატური ფარები და სხვა მახასიათებლები.

Tegeta Approved-ზე თითოეული ავტომობილის დათვალიერებას 360 გრადუსში შეძლებ. სასურველი ავტომობილის შერჩევასა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში თეგეტას ტესტდრაივიც დაგეხმარება.

გარდა ზემოაღნიშნული უპირატესობებისა, Tegeta Approved მომხმარებლებისთვის ყიდვა-გაყიდვის ძალიან ხელსაყრელ პირობებს აერთიანებს. მას შეუძლია მეორადი ავტომობილის შეძენა, გაყიდვა და გადაცვლა. თითოეული პროცედურა ძალიან მარტივია და მყიდველის მხრიდან დროის მინიმალურ რესურსს მოითხოვს. თუ მომხმარებელი დაინტერესებულია ავტომობილის შეძენით, შეუძლია გადაიხადოს უნაღდო ანგარიშსწორებით ან ისარგებლოს განვადებისა და ლიზინგის ექსკლუზიური პირობებით, მეორადი ავტომობილები  მხოლოდ „თეგეტა ეფრუვდზე“ დახვდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი