ახალი ამბები

საელჩო: აშშ მზად არის, დაეხმაროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს

1 აგვისტო, 2023 • 1380
საელჩო: აშშ მზად არის, დაეხმაროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს.

საელჩო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი სარგებელი, რომელსაც დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს, თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის, ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს:

„ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე“ ,— ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი