პირველი აგვისტოს ღამით მოსკოვში, „მოსკვა-სიტის“ – ცათამბჯენების რაიონში კვლავაც ჰქონდა ადგილი დრონების თავდასხმას, აცხადებს ქალაქის მერი სერგეი სობიანინი და ირწმუნება, რომ დრონები საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
ერთ-ერთი დრონი მოხვდა იმ ცათამბჯენს, რომელზეც 30 ივლისსაც განხორციელდა დრონით თავდასხმა. შედეგად დაზიანდა შენობის ფასადი 21-ე სართულზე, შუშები კი 150 კვადტრალური მეტრის ფართობზე ჩაიმსხვრა.
თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ჩვეულად უწოდებს „კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობას“.
რუსული სახელისუფლებო მედია, „ტასს“ წერს, რომ დრონი მოხვდა სამთავრობო „IQ-კვარტლის“ ცათამბჯენს, რომელშიც განლაგებულია ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და ციფრული ტექნოლოგიების სამინისტროების ოფისები.
თავდასხმის გამო დროებით შეწყვიტა მუშაობა ვნუკოვოს აეროპორტმაც.
ეს რიგით მეორე თავდასხმაა „მოსვკა-სიტის“ რაიონში.
გარეკანის ფოტო: © ევგენია ნოვოჟენინა / Reuters / Scanpix / LETA








