30 ივლისს, ბათუმში, წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი – PSP Beauty Fair გაიხსნა, რომელიც 1-ელ აგვისტოს დასრულდება.

სააქციო თუ სასაჩუქრე შეთავაზებების გარდა, ფესტივალის სტუმრებს პსპ სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა და სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად.

ფესტივალის მიმდინარეობაზე “ნეტგაზეთი” პსპ-ს მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარაიას ესაუბრა.

  • როგორ მიმდინარეობს ბათუმში სილამაზის ფესტივალი? რამდენად დიდია დაინტერესება? 

ბათუმის სილამაზის ფესტივალის მეორე დღე დასასრულს უახლოვდება და დამთვალიერებლებს 1-ელ აგვისტოს აქვთ ბოლო შანსი, რომ დაესწრონ წლის მთავარ სილამაზის დღესასწაულს. ფესტივალს დიდი გამოხმაურება აქვს, ორი დღის მანძილზე ასობით მომხმარებელს ვუმასპინძლეთ და ბოლო დღესაც ველოდებით დამთვალიერებლების რაოდენობის ზრდას.

  • რას სთავაზობთ ადგილზე მოსულ ადამიანებს? ვინ გაუწევს ფესტივალის სტუმრებს კონსულტაციებს? 

ისევე, როგორც თბილისსა და ქუთაისში, ბათუმშიც დამთვალიერებლებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ მიიღონ სხვადასხვა პროცედურა, როგორიც არის, მაგალითად: პირის ღრუს აპარატული დიაგნოსტიკა, თმის და სახის კანის დიაგნოსტიკა, წამწამების დაგრძელება, წარბების ლამინირება, ხნით მოხატვა, დერმატოლოგის კონსულტაცია, სახის მასაჟი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს კონსულტაციას უწევენ და პროცედურებს უტარებენ როგორც თბილისიდან მოწვეული, ისე ადგილობრივი სპეციალისტები.

  • გარდა კონსულტაციებისა, ატარებთ თუ არა რაიმე საგანმანათლებლო სესიებს ან სემინარებს მათთვის, ვინც დაინტერესებულია თავის მოვლის ინდუსტრიით? 

ბათუმის სპორტის სასახლეში სილამაზის ფესტივალზე მოსულ სტუმარს შეუძლია დაესწროს Mylunastories დამფუძნებლის, ანი ანთაძის მასტერკლასებს მედიტაციისა და მანიფესტაციის შესახებ. ასევე, მოისმინოს და მიიღოს სახის მასაჟთან დაკავშირებით რჩევები შორენა ალიბეგაშვილისგან, დაესწროს მაკიაჟის მასტერკლასებს და თმის მოვლის სივრცეში, პროცედურებთან ერთად, მიიღოს ინდივიდუალური რჩევები.

  •  რომელი ახალი ბრენდების პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში?

ბათუმში ფესტივალზე წარმოდგენილია ჩვენი ახალი, სახისა და სხეულის მოვლის იტალიური ბრენდი Teaology, შვედური თმის მოვლის ბრენდი REF-ი, სხეულის მოვლის ცნობილი ბრენდი ნიდერლანდებიდან Rituals-ი, ახალი, მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის კორეული ახალი ბრენდი a’pieu, თავის მოვლის კორეული ბრენდი Village-11 Factory, ასევე, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი Benefit-ი. საკვები დანამატების კატეგორიაში წარმოდგენილი იქნება ამერიკული ახალი ბრენდი Pure და ასევე, ამერიკული, ბავშვთა მზის სათვალეების ახალი ბრენდი Real Shades-ი. ამ ბრენდებს ფესტივალის შემდეგ ჩვენი მომხმარებელი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვდება ჩვენს სააფთიაქო ქსელში. 

  • პსპ-ს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პოზიციონირებდა როგორც ჩვენი ოჯახის აფთიაქი, თავის მოვლის რამდენად ძლიერი ხაზი აქვს დღეისათვის? 

PSP კვლავ ინარჩუნებს ჩემი ოჯახის აფთიაქის კონცეფციას და მომხმარებელს სთავაზობს ყოველთვის მასზე მორგებულ პროდუქტებს, სიახლეებსა თუ შეთავაზებებს. ჩვენს ქსელში წარმოდგენილია არა მხოლოდ მედიკამენტები, არამედ ბავშვის მოვლის, ოჯახზე ზრუნვისა და სილამაზის ინდუსტრიაში ცნობილი და ხარისხზე ორიენტირებული ბრენდები. PSP 29- წლიან ისტორიას ითვლის და ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ აქტიურად შევთავაზეთ მომხმარებელს ფრანგული, ევროპული, ამერიკული თუ კორეული ბრენდები. პირველი სააფთიაქო ქსელი ვართ, ვინც მომხმარებელს ტრენდული კორეული კოსმეტიკისა და თავის მოვლის ბრენდები ფართო მასშტაბით შესთავაზა და ყოველწლიურად ვზრდით სილამაზის მიმართულებით ასორტიმენტს. PSP-ში შესაძლებელია ნებისმიერი საჭიროებისა თუ სურვილის მქონე მომხმარებლისთვის მასზე მორგებული პროდუქტის შერჩევა, ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით. ქსელში წარმოდგენილია სილამაზისა თუ თავის მოვლის ასზე მეტი ბრენდი. შესაბამისად, მზად ვართ, ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას ვუპასუხოთ. 

  • რა არის ამ ფესტივალების მიზანი, რომელიც თბილისსა და ქუთაისში უკვე გაიმართა? რას გაძლევთ ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებლებთან? სამომავლო გეგმები როგორია? 

PSP-ში ყოველთვის ვსწავლობთ და ვიკვლევთ ხოლმე მომხმარებლის მოთხოვნებს, ვეცნობით მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს, ვკითხულობთ სხვადასხვა გამოცემას, ვსტუმრობთ მსოფლიო გამოფენებს სხვადასხვა მიმართულებით და ამდენი წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანა და ჩვენი მომხმარებლისთვის გაზიარება იყო, პირველ რიგში, ჩვენი მიზანი. სილამაზის ინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის ფესტივალი არ ჩატარებულა საქართველოში და ამ ფაქტორმა დამატებითი სტიმული მოგვცა. 

ფესტივალის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა მისი ჩატარების საშუალება. მთავარი ჩანაფიქრი იყო We are beauty – ანუ სილამაზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვქმნით და ვავრცელებთ ჩვენ გარშემო, ნებისმიერი ჩვენი მომხმარებლის სახით, რომელიც შემოდის ჩვენს სააფთიაქო ქსელში და იღებს პროდუქტებისა და მომსახურების სახით სასიამოვნო გამოცდილებას. ფესტივალის მთავარ მიზანს კი მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების შექმნა და მათი უკუკავშირი წარმოადგენდა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ფესტივალის დასრულების შემდეგ, მომხმარებლების უკუკავშირის საფუძველზე, ჩამოვაყალიბებთ მკაფიო პოზიციას.


ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.  დასწრება თავისუფალია.

https://pspbeautyfair.ge/registration

რეგისტრაციის შემდეგ, SMS-ის სახით მიიღებთ ელექტრონულ ბილეთს, რომლითაც დაესწრებით ფესტივალს.

მისამართი: ბათუმი, ლადო ასათიანის ქუჩა N27, სპორტის სასახლე.