საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად უკვე გაემგზავრა. მოლაპარაკებებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმოამდგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ქართველი პოლიტიკოსები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამთენიისას გაემგზავრნენ. მათი განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების საკითხები იქნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ განაცხადა: ”ამ რაუნდზე არ ველით, რომ რაიმე არსებითი ნაბიჯები იქნება გადადგმული, განსაკუთრებით იმ ნეგატიური და არაკონსტრუქციული ვითარების ფონზე, რომელსაც რუსეთი ქმნის. ჩვენ გვქონდა მუქარის მორიგი რაუნდი, რომ ისინი საერთოდ არ ჩამოვიდოდნენ ჟენევაში. კარგია, რომ ჩამოდიან, ჩვენ მომხრენი ვართ, მიუხედავად ასეთი ნეგატირი დამოკიდებულებისა, მოლაპარაკებების ყველა შემთხვევაში გაგრძელებისა.
ჟენევის მოლაპარაკებები, რომლებიც გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს ერთობლივი მასპინძლობით იმართება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო. ჟენევაში მოპალაპარაკებების მეთორმეტე რაუნდი იმართება.




