ახალი ამბები

უკრაინაში შობას 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავენ

30 ივლისი, 2023 • 4171
უკრაინაში შობას 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც შობის დღესასწაულს უკრაინაში ოფიციალურად არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

ზელენსკიმ შესაბამის კანონს ხელი 28 ივლისს მოაწერა.

თავდაპირველად კანონპროექტი ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინა, რომელმაც კანონი 14 ივლისს დაამტკიცა.

შობის დღესასწაულის გარდა უკრაინაში ოფიციალურად შეიცვალა კიდევ ორი დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი. კერძოდ, 28 ივლისის ნაცვლად უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე 15 ივლისს აღინიშნება, უკრაინის დამცველთა დღე კი 14 ოქტომბრის ნაცვლად, 1 ოქტომბერს.

უკრაინულმა ეკლესიამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შობის დღესასწაულს 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავდნენ, 2023 წლის მაისში მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი