ახალი ამბები

ოლგა ხარლანს დისკვალიფიკაცია გაუუქმდა და ავტომატური ადგილი მიიღო 2024 წლის ოლიმპიადაზე

29 ივლისი, 2023 •
ოლგა ხარლანს დისკვალიფიკაცია გაუუქმდა და ავტომატური ადგილი მიიღო 2024 წლის ოლიმპიადაზე

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) აღმასრულებელმა კომიტეტმა უკრაინელ მოფარიკავეს ოლგა ხარლანს დისკვალიფიკაცია შეუჩერა და იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხელახლა დაუშვა.

თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ტურნირზე შეჯიბრებები უკვე დასრულებულია და ოლგა ხარლანს მხოლოდ გუნდურ ტურნირში ასპარეზობის საშუალება ექნება.

FIE-ის აღმასრულებელმა კომიტეტი უკრაინელი სპორტსმენის დისკვალიფიკაციას ახლაც სამართლიანად მიიჩნებს, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახის თომას ბახის მიმართვისა და წერილის შემდეგ, რომლითაც მან მხარი დაუჭირა ხარლანს და გარანტირებული ადგილი გამოუყო 2024 წლის ოლიმპიადაზე.

უკრაინელ სპორტსმენს, 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს ექვსგზისა და ევროპის რვაგზის ჩემპიონს, ოლგა ხარლანს, მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია მისცეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ხელი ჩამოერთვა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუს სპორტსმენ ანა სმირნოვასთვის.

მედიის ცნობით, 27 ივლისს, ოლგა ხარლანმა, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1/32 ფინალში ანა სმირნოვა დაამარცხა ანგარიშით 15:7, თუმცა უკრაინელმა სპორტსმენმა დამარცხებულ რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა და იგი დაშნით შეაჩერა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/489596/

მასალების გადაბეჭდვის წესი