ახალი ამბები

ტაგანროგში აფეთქება მოხდა – დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი

28 ივლისი, 2023 • 2161
ტაგანროგში აფეთქება მოხდა – დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი

რუსეთის ქალაქ ტაგანრგოში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 12 ადამიანი.

აფეთქება ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ კაფესთან მოხდა.

როგორც ტაგანროგის გუბერნატორი წერს, აფეთქების შედეგად სხვადასხვა კლინიკაში სასწრაფომ 12 ადამიანი გადაიყვანა, მათგან ამჟამად 9 არის ჰოსპიტალიზებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა. მათი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს, ქალაქს კი მისი ნამსხვრევები მოხვდა.

უკრაინის მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი