ახალი ამბები

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აბიტურიენტს დამატებით დაუშვებენ ეროვნულ გამოცდაზე — სასამართლო გადაწყვეტილება

27 ივლისი, 2023 • 2044
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აბიტურიენტს დამატებით დაუშვებენ ეროვნულ გამოცდაზე — სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლომ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” დაავალა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე. ამის შესახებ განცხადებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აქვეყნებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი.

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. კერძოდ, მას კბილის მწვავე ტკივილები ჰქონდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც გართულება გამოიწვია. ორგანიზაციის შეფასებით, მან წერილობით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, თუმცა უშედეგოდ.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებდა PHR-ის მოთხოვნას, აბიტურიენტი ერთ სასწავლო წელს კარგავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი