ახალი ამბები

უკრაინელმა მოფარიკავემ რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, ის ტურნირიდან მოკვეთეს

27 ივლისი, 2023 •
უკრაინელმა მოფარიკავემ რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, ის ტურნირიდან მოკვეთეს

უკრაინელმა მოფარიკავემ ოლჰა ჰარლანმა უარი თქვა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლის შემდეგ, ხელი ჩამოერთმია რუსი მოწინააღმდეგისთვის, ანა სმირნოვასთვის.

მატჩი უკრაინელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

ხელის ნაცვლად ჰარლანმა მას საფარიკაო ხმალი გაუწოდა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ჰარლანი ამის გამო ტურნირიდანაა დისკვალიფიცირებული.

„ეს არაა დისკვალიფიკაცია, ესაა აღიარება, პატივი. ოლჰა დაუმარცხებელია!“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს უკრაინის საელჩო საქართველოში.

მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სმირნოვა აღბეჭდილია სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ახალგაზრდასთან ერთად. სმირნოვას ახურავს ქუდი საბჭოთა ვარსკვლავით, ახალგაზრდას კი – ქუდი რუსეთის ფერებში, რუსეთის გერბითა და წარწერით Россия [რუსეთი].

მასალების გადაბეჭდვის წესი