ახალი ამბები

ხაბეიშვილი: უახლოეს დღეებში საინტერესო ადამიანებს ნახავთ ენმ-ში

26 ივლისი, 2023 • 1057
ხაბეიშვილი: უახლოეს დღეებში საინტერესო ადამიანებს ნახავთ ენმ-ში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში პარტიას „ძალიან საინტერესო ადამიანები“ შეუერთდებიან.

ხაბეიშვილს მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

„ჩვენ შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უახლოეს დღეებში თქვენ კიდევ ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, კონკრეტული სუბიექტების სურვილია, რომ სხვა რეალობა აჩვენონ ხალხს, მაგრამ
„ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება.

„უახლოეს დღეებში შეგიძლიათ მოუყვეთ საზოგადოებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ იქნება ბევრი, ძალიან საინტერესო სიახლეები და ისეთი ადამიანები შემოგვიერთდებიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, — თქვა ხაბეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი