ახალი ამბები

გაერო ქვეყნებს სკოლებში სმარტფონების აკრძალვას ურჩევს

26 ივლისი, 2023 • 1572
გაერო ქვეყნებს სკოლებში სმარტფონების აკრძალვას ურჩევს

საკლასო ოთახებში უწესრიგობის დასაძლევად, სწავლების გასაუმჯობესებლად და კიბერბულინგისგან ბავშვების დასაცავად გაერო სკოლებში სმარტფონების აკრძალვის რეკომენდაციას იძლევა, იტყობინება „გარდიანი“.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მობილური ტელეფონების ზედმეტად გამოყენება დაკავშირებულია სწავლის გაუარესებასთან, ხოლო ეკრანთან გატარებულ დიდ დროს ცუდი გავლენა აქვს ბავშვის ემოციურ სტაბილურობაზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სმარტფონები და ციფრული ტექნოლოგიები უნდა იყოს მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი საკლასო ოთახებში სწავლისთვის და მასწავლებელთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის.

უწყება მოუწოდებს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ონლაინ-სწავლების სულ უფრო მეტად დანერგვასთან ერთად, არ დაივიწყონ განათლების „სოციალური განზომილება“, – განათლების პირისპირ მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი