ახალი ამბები

სუსმა ტერორიზმის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა

26 ივლისი, 2023 • 822
სუსმა ტერორიზმის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

სუსმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. სუსის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. სუსი აცხადებს, რომ გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი