ახალი ამბები

მიტროპოლიტმა ანდრიამ რუსეთში, სვიატო-ტიხონოვსკის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა

24 ივლისი, 2023 •
მიტროპოლიტმა ანდრიამ რუსეთში, სვიატო-ტიხონოვსკის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა რუსეთის სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი, სადისერტაციო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტისთვის სამეცნიერო ხარისხის – ღვთისმეტყველების კანდიდატის – მინიჭებას, აღნიშნეს კვლევის „ფუნდამენტურად და ზედმიწევნით“ ჩატარება და იმედი გამოთქვეს, რომ მისი ნამუშევარი მალე ქართულადაც ითარგმნება.

დისერტაციის თემა იყო „ვანის [ვაჰანის] ქვაბები – ადგილი და მნიშვნელობა ძველქართულ მონასტრულ ტრადიციაში“. მიტროპოლიტის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე შელკაჩიოვი და დოცენტი პეტრე მალკოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი