ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალელი მოსწავლეები უკრაინაში ოსი მებრძოლებისთვის კამუფლაჟ ბადეებს ქსოვენ

17 ივლისი, 2023 • 2281
ცხინვალელი მოსწავლეები უკრაინაში ოსი მებრძოლებისთვის კამუფლაჟ ბადეებს ქსოვენ

ცხინვალის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები,ისევ ქსოვენ კამუფლიაჟ-ბადეებს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ზონაში ცხინვალიდან საბრძოლველად წასული მებრძოლებისთვის. კამუფლაჟების ნაწილი უკვე გაგზავნილია ფრონტის ხაზზე.

პროცესში ჩართული ადამიანები აცხადებენ, რომ 60-მდე ბადის მოქსოვას გეგმავენ, რაც შუა ღამემდე მუშაობასა და ადამიანების დიდი რაოდენობის ჩართვას გულისხმობს.

შესაბამისად, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაეხმარონ მათ და დროულად გაგზავნონ ბადეები უკრაინაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, რომელიც რუსეთმა აფხაზეთთან ერთად 2008 წლის ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის მხარდამჭერად ჩაერთო. უკრაინაში ამჟამად ოსი მებრძოლებისა და მოხალისეების დანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი