ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ადასტურებს.
“ვუსამძიმრებთ ოჯახს, ქორეოგრაფიულ საზოგადოებას და მთელ საქართველოს”, — წერს ცენტრი.
ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1954 წლიდან კი, 30 წლის მანძილზე, ანსამბლ სუხიშვილებში ცეკვავდა.
2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ომარ მხეიძეს არაერთი წოდება აქვს მიღებული, მათ შორის, “ხელოვნების ქურუმის” წოდება კულტურის სამინისტროსგან.
გარეკანის ფოტო: ფოლკლორის ცენტრი





