ახალი ამბები

შატილის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო მოძრაობა აიკრძალა

17 ივლისი, 2023 • 718
შატილის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შატილის გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები), ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი