ახალი ამბები

„მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ“ — პოლონეთის პრემიერი სააკაშვილზე

13 ივლისი, 2023 •
„მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ“ — პოლონეთის პრემიერი სააკაშვილზე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონელმა ექიმებმა ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ჯგუფიდან (ZPHM_PL) მისი თხოვნით დაიწყეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.

„მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა ZPHM_PL-დან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“, — წერს მორავიეცკი Twitter-ზე.

ევროკავშირის მხარდაჭერილი პოლონური სამედიცინო მისიის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გუშინ, 12 ივლისს მოინახულეს.

EU-ს მხარდაჭერილი პოლონური სამედიცინო მისია სააკაშვილთან დაუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი