ახალი ამბები

გარდაიცვალა მილან კუნდერა

12 ივლისი, 2023 • 1100
გარდაიცვალა მილან კუნდერა

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მწერალი მილან კუნდერა, რომელიც წარმოშობით ჩეხი იყო.

მილან კუნდერა ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო იძულებული გახდა, 1970-იან წლებში საფრანგეთში გაქცეულიყო. 1978 წელს ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, აკრძალული იყო მისი წიგნებიც.

კუნდერას ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, რომელიც 1984 წელს გამოსცა. წიგნმა საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ კუნდერას სამშობლოში დაიწყეს მისი ნაწარმოებების გამოცემა, თუმცა თავად მწერალი არასდროს დაბრუნებულა ჩეხეთში, რომელიც 1993 წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ორ სახელმწიფოდ — ჩეხეთად და სლოვაკეთად — მშვიდობიანი დაშლის შედეგად.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში კუნდერამ თქვა, რომ მას არასდროს უოცნებია პრაღაში დაბრუნებაზე, რადგან „მე ჩემი წილი პრაღა თან წავიღე — სუნი, გემო, ენა, ლანდშაფტი და კულტურა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი