ახალი ამბები

თურქეთი შესაძლოა, დათანხმდეს შვედეთის ნატოში გაწევრებას, თუ EU-სკენ გზას გაუხსნიან — ერდოღანი

10 ივლისი, 2023 • 887
თურქეთი შესაძლოა, დათანხმდეს შვედეთის ნატოში გაწევრებას, თუ EU-სკენ გზას გაუხსნიან — ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლოა, თურქეთი დათანხმდეს შვედეთის ნატოში მიღებას, თუ ევროპული სახელმიწფოები „კარს გაუღებენ თურქეთს“ ევროკავშირის წევრობის გზაზე.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა ანკარაში, დღეს, 10 ივლისს, ნატოს ვილნიუსის სამიტზე გამგზავრებამდე.

თურქეთს ამ დრომდე არ განუცხადებია საბოლოო თანხმობა ნატოში შვედეთის მიღებაზე. მთავარი მიზეზია შვედეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ. ერდოღანის ხელისუფლება შვედეთისგან ქურთული ორგანიზაციების უფრო მეტ შეზღუდვას ითხოვს, რადგან ამ ორგანიზაციებს თურქეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

თავის მხრივ, შვედეთი აცხადებს, რომ აღებულ ვალდებულებებს ქურთებთან დაკავშირებით ასრულებს.

თურქეთი დიდი ხანია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა პროცესი გაყინულია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორისა დემოკრატიის უკუსვლა და შეუთანხმებლობა ევროკავშირის წევრ კვიპროსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი