ახალი ამბები

„კონსენსუსი მიღწეულია, უკრაინა ნატოში MAP-ის გარეშე შევა“

10 ივლისი, 2023 • 1048
„კონსენსუსი მიღწეულია, უკრაინა ნატოში MAP-ის გარეშე შევა“

ნატოს წევრებმა მიაღწიეს კონსენსუსს და ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის მაპ-ის [გაწევრიანების სამოქმედო გეგმა] ეტაპის გავლას არ მოითხოვენ. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

„ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს და ალიანსის წევრობისკენ უკრაინის გზიდან მაპ-ს ამოიღებენ. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატომდე. ეს აგრეთვე არის საუკეთესო მომენტი, უკრაინისთვის მკაფიო გახდეს წევრობის მოწვევის საკითხი“, – წერს იგი.


ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს ჩატარდება. მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი