ახალი ამბები

13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

2 ივლისი, 2023 •
13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 48 წლის კაცს, რომელსაც მოზარდის გაუპატიურება ედება ბრალად.

კაცის ადვოკატი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დაცვის მხარემ მიმართა სასამართლოს წინადადებით – არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება და სანაცვლოდ, კაცი გირაოს ან სხვა შემზღუდავი ღონისძიების სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. მისივე თქმით, კაცი ბრალს არ აღიარებს.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, სექსუალური ძალადობის შემდეგ 13 წლის გოგო დაორსულდა. მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული ბავშვი დედამ კლინიკაში მიიყვანა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. ეს დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი