ახალი ამბები

სროლა კიშინიოვის აეროპორტში – მოკლულია ორი მესაზღვრე

30 ივნისი, 2023 •
სროლა კიშინიოვის აეროპორტში – მოკლულია ორი მესაზღვრე

მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის აეროპორტში ერთ-ერთმა მგზავრმა ცეცხლი გახსნა, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „ნიუსმეიკერი“.

შსს-ს ცნობით, ცეცხლი გახსნა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც მოლდოვაში არ შეუშვეს. უწყების ცნობითვე, სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო თავდამსხმელი დაკავებულია.

ხელისუფლების განცხადებით, მაშინ, როდესაც მესაზღვრეებს თავდამსხმელი გაჰყავდათ შესვლაზე უარის გასაფორმებლად, მან მესაზღვრეს პისტოლეტი გამოსტაცა და ორი მესაზღვრე სასიკვდილოდ დაჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი