ახალი ამბები

13 წლის ბავშვზე კაცმა სექსუალურად იძალადა, ის დააკავეს

30 ივნისი, 2023 • 1098
13 წლის ბავშვზე კაცმა სექსუალურად იძალადა, ის დააკავეს

საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში 13 წლის ბავშვზე კაცმა იძალადა, მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული ბავშვი დედამ კლინიკაში მიიყვანა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია „მთავარ არხმა“ დღეს, 30 ივნისს გაავრცელა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. ეს დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი