ახალი ამბები

ეკონომიკა მაისში, წინა წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა — საქსტატი

30 ივნისი, 2023 • 667
ეკონომიკა მაისში, წინა წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული მონაცემების მიხედვით საქსტატმა დღეს, 30 ივნისს გაავრცელა.

საქსტატის ცნობით, 7%-იან ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევოსა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებმა. კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში დაფიქსირდა.

2023 წლის იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი 18.6%-ით გაიზარდა, იმპორტი კი- 19.1%-ით. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობით ბრუნვას, ზრდის მაჩვენებელი 18.9%-ს შეადგენს.

საქსტატის თანახმად, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რამაც მიმდინარე წლის მაისში 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, 5.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით ბიუჯეტის შემოსავალი 1.5 მილიარდი ლარია, ხარჯი კი- 1.4 მილიარდი.

ამასთან, საქსტატი აქვეყნებს საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვების მონაცემებსაც, რომლის თანახმადაც, კომერციულმა ბანკებმა მაისში 339.1 მილიონი ლარი გამოიმუშავეს, ხოლო ეროვნულმა ბანკმა — 5.3 მილიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი