ახალი ამბები

მინისტრმა თანამდებობა დატოვა

16 ივლისი, 2010 • 1871
მინისტრმა  თანამდებობა დატოვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. “ბათუმელების” წყაროს ინფორმაციით, მინისტრის სავარძელი ტაკიძემ  საკუთარი განცხადების საფუძველზე 3 დღის წინ დატოვა. განათლების სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. აცხადებენ, რომ მინისტრი თბილისშია და სხვა დეტალები მათთვის ცნობილი არ არის. ყოფილი მინისტრის პირადი მობილური ტელეფონი კი დღეს მთელი დღის განმავლობაში გამორთულია.

მათე ტაკიძემ 2008 წელს ამ თანამდებობაზე ალექსი ჩიკვაიძე  შეცვალა.

უცნობია გადადგომის მიზეზები.

აჭარის განათლების სამინისტრო დისკუსიის საგანი ორი კვირის წინაც გახდა, როცა კონტროლის პალატამ  აჭარის ავტონომიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში-უმაღლეს საბჭოში  2009 წლის მუშაობის  ანგარიში წარადგინა. კონტროლის პალატის დასკვნაში წერია, რომ  განათლების სამინისტროში  გამოვლენილია დარღვევები, რომელიც შესწავლისთვის შესაბამის უწყებას გადაეცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი