ქართველი მებრძოლები უკრაინაში დააჯილდოვეს ქალაქ ზაპოროჟიეს დაცვის მედლით, იტყობინება „ქართული ლეგიონი“.
ლეგიონის გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, მედლით დაჯილდოვდნენ:
- ლევან ფიფია;
- დიმიტრი კუჭავა;
- ზაქარია შუბითიძე;
- მიხეილ კამლაძე.
ბრძანება მათი დაჯილდოვების შესახებ 18 მაისითაა დათარიღებული. მას ხელს აწერს გენერალ-მაიორი სერჰიი ლიტვინოვი, ზაპორიჟიეს ოპერატიული საჯარისო ჯგუფის ხელმძღვანელი.