რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 160 უცხოელის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, იტყობინება რუსული სახელისუფლებო მედია „ტასს“.
უწყების განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, შეგროვდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს „საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან“ უკრაინის მხარეზე ომში მონაწილეობას. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმე აღძრეს 160 პირის წინააღმდეგ 33 ქვეყნიდან.
კონკრეტულად რა მუხლით ედავებიან ამ პირებს, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ.








