ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები სოხუმსა და ცხინვალში

29 ივნისი, 2023 • 2511
ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები სოხუმსა და ცხინვალში

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან, დისკუსიების მორიგ რაუნდამდე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, ცხინვალსა და სოხუმს სტუმრობდნენ.

სოხუმის ცნობით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ირაკლი ტუჟბამ, რომელიც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, ისაუბრა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების აუცილებლობის, საქართველოდან მომდინარე საფრთხეებისა,კერძოდ კი, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებების შესახებ.

“ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ჩვენთვის რჩება ჟენევის დისკუსიების მთავარ სამუშაო ასპექტად. ასევე, NATO-ს აქტივობა საქართველოს ტერიტორიაზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აფხაზეთში. ამასთან, გარკვეული პერიოდულობით ისმის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები, რაც აფხაზეთში შეშფოთებას იწვევს”, – განაცხადა ტუჟბამ.

სოხუმის ოფიციალური ცნობითვე, შეხვედრაზე სუბარი იყო გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის აღდგენის საჭიროებაზე. იგივე ფორმატი ოსურ მხრესთან მიმდინარეობს სოფელ ერგნეთში.

ჟენევის დისკუსიების მორიგი 58-ე რაუნდი 11-12 ივლისს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი