ახალი ამბები

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია -შსს

28 ივნისი, 2023 • 1463
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია -შსს

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული. „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს უცნობი პირი გუშინ, 27 ივნისს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის [ძალადობა] დარღვევაში ედება ბრალი.  სამინისტროში არ აკონკრეტებენ დაკავებულის ვინაობას, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სწორედ ის პირი, რომელმაც ფეისბუქზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ თავადაა მშვილდაძეზე თავდამსხმელი. ესაა ნიკოლოზ გუგეშაშვილი.  


27 ივნისს  „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორმულასთან“ მშვილდაძე ამბობს, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი