ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

4 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად – სტეპანაკერტი

28 ივნისი, 2023 •
4 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად – სტეპანაკერტი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით აშშ-ში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების ფონზე, თვითაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ოფიციალური ცნობითვე, აზერბაიჯანმა თავდასხმისთვის საარტილერიო საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

გუშინ საღამოსვე განცხადება გაავრცელა ბაქომ და სომხური შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და რუსი სამშვიდობოების დროებით განთავსების ტერიტორიაზე” აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში. ბაქოს ცნობითვე, სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები. ამავე დროს, საკმაოდ ინტენსიურია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი