ახალი ამბები

ეშტონი: ესაა მოგზაურობა, რომელიც ახლა იწყება

15 ივლისი, 2010 • • 1046
ეშტონი: ესაა მოგზაურობა, რომელიც ახლა იწყება

ეშტონმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატება საქართველოს მზაობაზეა დამოკიდებულია.

,,საქართველომ მიაღწია იმ შედეგებს, რაც ჩვენ დავუსახეთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, თუნდაც უსაფრთხოების მხრივ… ესაა მოგზაურობა, რომელიც ახლა იწყება საქართველოსთვის“, – აღნიშნა ეშტონმა.

ასოცირების შესახებ შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელს შეუწყობს თავისუფალი სავიზო და სავაჭრო რეჟიმის განვითარებას.

,, თავისუფალი მიმოსვლა დაეხმარება ტურიზმს, განათლებას, ბიზნესს, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ევროპაში წასვლას. თვაისუფალი ვაჭრობა კი ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ინვესტიცია ჩამოვა სქართველოში და ხალხი დასაქმდება, იმიტომ, რომ ეს იქნება გასვლა ევროპულ ბაზრებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქეთრინ ეშტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებული ქვეყნების დამოუკიდებლობას და დაეხმარება საქართველოს იმ გეგმების განხორციელებაში, რომლებიც მან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დასახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი