ახალი ამბები

მოსკოვის მერმა ორშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა

24 ივნისი, 2023 •
მოსკოვის მერმა ორშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ორშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა. მუშაობას 25 ივნისს მხოლოდ ძალოვანები, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლები განაგრძობენ.

ამასთან ერთად, იგი მოუწოდებს რუსეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

როგორც მოსკოვის მერი ამბობს, ეს გადაყწვეტილება მან „რთული ვითარების“ გამო მიიღო.


კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

მათი გადმოცემის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.

უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.

რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.

თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი