ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

წიგნები, რომლებიც ქართველებმა და აფხაზებმა ერთად გამოსცეს

22 ივნისი, 2023 •
წიგნები, რომლებიც ქართველებმა და აფხაზებმა ერთად გამოსცეს

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, დღეს, 22 ივნისს, თბილისში ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა.

ნდობის აღდგენის ერთ-ერთი პროექტი “არქივების მენეჯმენტი”, რომლის ფარგლებშიც ქართველმა და აფხაზმა სპეციალისტებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში დაცული მასალების საფუძველზე ხუთი წიგნი გამოსცეს და სამი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, 2015 წლიდან ევროსაბჭოს ინიცირებითა და მედიაციით ხორციელდება. 

როგორც ქართული მხარე აცხადებს, 2015-2023 წლებში  ქართველ და აფხაზ სპეციალისტებს შორის საარქივო საკითხებზე 18 სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

“მუშაობა და შეხვედრები პანდემიის პირობებშიც არ შეჩერებულა და პროექტის მონაწილეებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების დამსახურებით დისტანციურ რეჟიმშიც გაგრძელდა”.

ქ​​ართულ-აფხაზურ გამოცემებს შორისაა  “დურიფშის შეკრება 1931 წელი” ; “ხეობა საბჭოთა წყობის გარეშე” ; “მუჰაჯირობა 1867 წელი” ; “მეორე მსოფლიო ომი – აფხაზეთის ასსრ-დან გაწვეულები 1941-1945 წლებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი