რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ჩონგართან, ყირიმისა და ხერსონის დამაკავშირებელი ხიდის დაბომბვაში.
ოკუპირებული ხერსონის რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი, ვლადიმერ სალდო აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით უკრაინამ გამოიყენა ბრიტანეთის გადაცემული რაკეტები, „შტორმ შედოუ“. თუმცა ირწმუნება, რომ ხიდის დაბომბვა არ მოახდენს გავლენას „სპეცოპერაციის“ მსვლელობაზე, ხოლო ხერსონის ოკუპირებულ ნაწილს ყირიმთან სხვა სახმელეთო გზაც აკავშირებს.
ტელეგრამ-არხ „ბაზას“ ცნობით, ჩონგარის ხიდის გარდა დაბომბეს ხერსონ-ყირიმის დამაკავშირებელი სხვა ხიდებიც.
კიევს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც წესი, უკრაინის ხელისუფლება მსგავს ქმედებებთან კავშირს უარყოფს.
ხერსონის ოლქი, რომელსაც კრემლი რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს, ნაწილობრივ რუსეთის, ნაწილობრივ კი უკრაინის მიერ კონტროლდება. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრს, ქალაქ ხერსონს და მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროს რუსული ძალები აკონტროლებენ.