რიკოთის უღელტეხილზე, უბისის მონაკვეთთან მდინარეში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაღუპულის ახლობლები აცხადებენ, კაცი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.