ახალი ამბები

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებას ემხრობა

20 ივნისი, 2023 • 1237
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებას ემხრობა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

ტელეკომპანიის ცნობით, შეკითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ნიკა გვარამია, პასუხები ასე ნაწილდება:

  • კი – 61%
  • არა – 39%

ამასთან, მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. 43% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეს არ უნდა გააკეთოს.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება სამართლიანია. კვლევის თანახმად, 39%-ს ეს არასამართლიანად მიაჩნია.

ტელეკომპანიის ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი