ახალი ამბები

„ქართული ოცნება 37%, ენმ 25%“ — როგორია პარტიების რეიტინგი Edison Research-ის მიხედვით

20 ივნისი, 2023 • 1590
„ქართული ოცნება 37%, ენმ 25%“ — როგორია პარტიების რეიტინგი Edison Research-ის მიხედვით

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, გამოკითხულთა 37%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 25%-მა კი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

გამოკითხვაში მესამე ადგილს გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ იკავებს 6%-ით, მეოთხე ადგილზე „ლეიბორისტული პარტიაა“ 5%-ით. დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი ასე ნაწილდება:

  • ლელო – 4%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 3%
  • დროა – 2%
  • ალტ ინფო – 2%
  • მოქალაქეები – 2%
  • ხალხის ძალა – 2%
  • ევროპული საქართველო – 1%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას, 63%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია. კერძოდ, კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 63%
  • ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 37%

კვლევის შედეგები მოცემულია ალოკაციის მოდელის გამოყენებით.

ამასთან, კვლევის ფარგლებში გამოკითხულებს დაუსვეს კითხვა, ამა თუ იმ პრობლემას „ქართულ ოცნება“ უკეთ გაუმკლავდებოდა თუ ოპოზიციური პარტიები. კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ხმები თანაბრად ნაწილდება უმუშევრობასა და რუსების მიგრაციაზე. დარჩენილ საკითხებში კი, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიები, გარემო, ჯანდაცვა უპირატესობა მმართველ გუნდს აქვს.

კითხვაზე, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის რომელს მიიჩნევთ, რომ უკეთესად გაუმკლავდება, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უკრაინის დახმარებას – ოპოზიცია 57%, ქართული ოცნება 43%
  • კრიმინალს – ოპოზიცია 56%, ქართული ოცნება 44%
  • ევროკავშირში გაწევრიანებას – ოპოზიცია 55%, ქართული ოცნება 45%
  • ფასების ზრდას – ოპოზიცია 53%, ქართული ოცნება 47%
  • უმუშევრობას – ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
  • რუსების მიგრაციას – ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
  • განათლებას – ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს – ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
  • გარემოს – ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
  • ჯანდაცვას – ოპოზიცია 45%, ქართული ოცნება 55%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

ტელეკომპანიის ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი