ახალი ამბები

საქართველოს ევროპული გზა

14 ივლისი, 2010 •
საქართველოს ევროპული გზა

15-17 ივლისს ბათუმში მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება თემაზე ,,საქართველოს ევროპული გზა”. კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს წარმოადგენს. ასევე იქნება საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. კონფერენცია ასევე მიეძღვნება ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას, ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებას და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს.

როგორც აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ბათუმში კონფერენციისთვის საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ასევე ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტების წარმომადგენლები ჩავლენ. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ანგარიშს საქართველოს მთავრობა წელიწადში ორჯერ ამზადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი