ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: თუ არ შეგიძლია, უნდა გაიარო

14 ივლისი, 2010 • 1290
მიხეილ სააკაშვილი: თუ არ შეგიძლია, უნდა გაიარო

პრეზიდენტმა  სააკაშვილმა გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  მთავრობა ,,ლაყაფისტი” ხელისუფლების წარმომადგენლების შენახვას აღარ აპირებს.

სააკაშვილმა ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სატელევიზიო  გამოსვლა შეაფასა, როგორც ,,ლაყაფი”. მისის თქმით, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა ლაპარაკობდნენ მთავრობის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა ტურიზმისა და სპორტის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვენელი ზაალ აბაზაძე იგულისხმა. დაახლოებით ორი კვირის წინათ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აბაზაძემ ერთ-ერთ ტელეარხის დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენი ტურისტია საქართველოში, პასუხი ვერ გასცა.  ,,თუ არ შეგიძლია, უნდა გაიარო”, – თქვა სააკაშვილმა

სააკაშვილმა თქმით, ის თავად დაივლის ყველა სამინისტროს და შეამოწმებს მათ  მუშაობას, რადგან  ,,მაღალანაზღაურებად სამსახურებზე “ლაყაფისტების” შენახვას მთავრობა აღარ აპირებს’’. 

პრეზიდენტმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მისი განცხადებით,  2010 წელს  რეგიონებზე მილიარდ სამასი მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.  თანხა, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას, ჯანდაცვას და განათლებას მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი