ახალი ამბები

დაიწვა ავტობუსი, რომელსაც მგზავრები თბილისიდან ბათუმში გადაჰყავდა

15 ივნისი, 2023 • 10087
დაიწვა ავტობუსი, რომელსაც მგზავრები თბილისიდან ბათუმში გადაჰყავდა

გვიან ღამით თბილისი-ბათუმის გზაზე დაიწვა ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მგზავრობისას მათ ავტობუსში კვამლი შენიშნეს და მალე ცეცხლიც გაჩდა. ყველა ადამიანმა ავტობუსის დატოვება უვნებლად შეძლო.

„მთავარი არხის“ ცნობით, ავტობუსი „მეტრო ჯორჯიას“ ეკუთვნოდა. დაწყებულია გამოძიება.

იგივე კომპანიის ავტობუსს ცეცხლი 2019 წელსაც გაუჩნდა, როდესაც მგზავრები გადაჰყავდა ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. წლევანდელი შემთხვევის მსგავსად, 2019 წელსაც უვნებლად მოხერხდა მგზავრების ევაკუაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი